უკრაინულმა სამინისტროებმა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ყველა სამართლებრივი აქტის მომზადება 9 აგვისტომდე უნდა დაასრულონ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„ევროპული ინტეგრაციის კანონმდებლობის მიღება პრიორიტეტულია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ათობით მნიშვნელოვანი კანონპროექტი უნდა იქნას მიღებული. ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის ადვილი არ იქნება. თუმცა, ისინი აუცილებელია უკრაინის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის ახალი შესაძლებლობების გასახსნელად“, - განაცხადა სტეფანიშინამ.
მონიტორინგის სისტემის „შეთანხმების პულსის“ მიხედვით, ასოცირების შეთანხმების შესრულების მაჩვენებელი 64%-ს აღწევს.