logo_geo
eng_logo
ოლექსი გონჩარენკო: ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება
- +

18 ივლისი. 2022. 23:27

 

 

უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, შესაძლოა, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირება იყოს. როგორც გონჩარენკომ აღნიშნა, ძლიერდება ზელენსკის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელმაც გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად თავისი კადრი დანიშნა.

 

 

„ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. ის პრეზიდენტის პირადი მეგობარი, კლასელი და მეგობარია. მისი გადაყენება სამსახურის საქმიანობას წაადგება, რადგან უსაფრთხოების სამსახურში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. რაც შეეხება ვენედიქტოვას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების ფორმა ეჭვებს იწვევს, ეს პარლამენტის გარეშე მოხდა. მით უმეტეს ვენედიქტოვა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ეს პროცესი შეაჩეროს. ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა. ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მისი კადრი დაინიშნა“, - განაცხადა გონჩარენკომ.

 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner