logo_geo
eng_logo
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA): ევროპამ ზამთრის დაწყებამდე სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები გაზის მოხმარების შესამცირებლად
- +

18 ივლისი. 2022. 23:28

 

 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ევროპამ ზამთრის დაწყებამდე სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები გაზის მოხმარების შესამცირებლად და ევროპის სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეზღუდონ კონდიციონერის გამოყენება და მრეწველობისთვის გაზის აუქციონიდან გაყიდვა დაიწყონ.

 

IEA-ს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტა ნიშნავს, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ევროპის მთავრობებმა ყოველი დარჩენილი დღე უნდა გამოიყენონ გაზის საცავების შესავსებლად.

 

„რუსეთის ბოლო ნაბიჯები ევროპისთვის ბუნებრივი აირის ნაკადების კიდევ უფრო შემცირების მიზნით, მიწოდების სხვა ბოლოდროინდელ შეფერხებებთან ერთად, საგანგაშოა ევროკავშირისთვის. ევროპამ უნდა იმოქმედოს ახლა და ყველა დარჩენილი დღე გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალმა ფასებმა უკვე შეზღუდა გარკვეული მოხმარება, საჭიროა მნიშვნელოვანი დამატებითი შემცირება, რათა ევროპა ზამთრისთვის მოემზადოს“, - აღნიშნა IEA-ს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა.

 

მისი თქმით, სააგენტოს უახლესი ანალიზი ვარაუდობს, რომ გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპამ გაზის მოხმარება 12 მილიარდი კუბური მეტრით უნდა შეამციროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner