logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: უფალო, გთხოვ, ეგრე სხვა აღარავინ გამააშტერო, პატარა საქართველოსთვის ისედაც ჭარბად არიან
- +

19 ივლისი. 2022. 00:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

აქეთა, წითელჰალსტუხიანი ეუბნება იქითას, ანუ მარჯვენა სთავაზობს მარცხენას, მოდი, გრიგოლ ლილუაშვილს სახლში მივუვარდეთ, ოჯახი შევაწუხოთ, ცოტა დავაშინოთ, თორემ უკვე ყველას გვისმენენ, კაბინეტებში გვივარდებიან, ჟუჩოკებს გვიმონტაჟებენო.

 

მარცხენა პასუხობს, გულახდილად რომ გითხრა, მე ოჯახში მივარდნები არ მომწონს, მაგ საქმეში არ გამოგადგებიო.

 

მაიცა, კაცო, აბა, რა ვქნათ, ხომ უნდა გავაპროტესტოთ, როდემდე ვითმინოთო?! - არ ეშვება მარჯვენა.

 

ამას ჰგონია, უსმენენ. რომ მოუსმინონ, რა უნდა გაიგონ? რომც გაიგონ, რაში უნდა გამოიყენონ?

 

მარცხენა მხრებს იჩეჩავს, რავი, ეგ საქმე არ გამოვაო, უფრო ჭკვიანი ჩანს. მარჯვენა, წითელჰალსტუხიანი მაგარი დუპლეტია, არ ეშვება, ლილუაშვილის სახლთან მივიდეთ და ვიყვიროთო.

 

ესე იგი, აქუ უნდა მივიდეს სუსის უფროსის სახლთან და იყვიროს, ძირს გრიგოლ ლილუაშვილიო? იქვე ჯანგირაშვილიც გაიჩითება და დასჭექს, არა მოსმენებსო?!

უფალო, გთხოვ, ეგრე სხვა აღარავინ გამააშტერო, პატარა საქართველოსთვის ისედაც ჭარბად არიან, - წერს გელა ზედელაშვილი.ა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner