უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სამრეწველო საწარმოზე მიიტანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაშავდა 16 ადამიანი, მათგან შვიდი ჰოსპიტალიზებულია.