logo_geo
eng_logo
დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება
- +

19 ივლისი. 2022. 00:56

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უარყო ინფორმაცია ივან ბაკანოვის ნაცვლად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მისი დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ მან მარკ ფეიგინთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

„მრჩევლის სტატუსი მაძლევს გავლენის იმ ხარისხს, რაც ამ ეტაპზეა საჭირო და ამავდროულად თავისუფლებას. გინდა დილის 8 საათზე ვიყო სამსახურში?... შენ გიჟი ხარ? რომ დამიპირონ სადმე დანიშვნა, მაინც ვიბრძოლებ, რომ არ დავინიშნო“, - იუმორით აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

მან ხუმრობით დასძინა, რომ ინდოეთში ან „მარსის საელჩოში“ საპატიო კონსულად წავა სამუშაოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner