logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი დარჩა
- +

19 ივლისი. 2022. 01:38

 

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

 

ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი.

 

ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას გამოეთიშა პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰათი.

 

კენჭისყრის მეოთხე ტური 19 ივნისს, მეხუთე კი – 20 ივნისს გაიმართება, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატი დარჩება. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან აირჩევენ ახალ ლიდერს.

 

კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner