logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება
- +

19 ივლისი. 2022. 01:50

 

 

„დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება“, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ქმედებების შედეგად, მტერმა არსებითი ლოგისტიკური დანაკარგი განიცადა და რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება.

 

ამავე დროს, უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუუმში ჰყავს და უკრაინის შესახებ სიცრუეს ავრცელებს. ამიტომ ზელენსკიმ მოუწოდა მოქალაქეებს, მიაწოდონ რეალური ინფორმაცია და სიმართლე ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას.

 

„რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს პოზიციების შენარჩუნება დაპყრობილ ადგილებში. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ წინ მივიწევთ, ვანადგურებთ მიწოდების ჯაჭვს ოკუპანტებისთვის, ვპოულობთ და გაუვნებელვყოფთ კოლაბორანტებს. პერსპექტივა ცხადია: უკრაინული დროშა აფრიალდება ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში. ეს მხოლოდ დროის საკითხია. და ვიდრე ეს დრო გრძელდება, ვიდრე რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინაში სიცოცხლის განადგურება, არ დაგავიწყდეთ ოკუპირებულ რაიონებში ჩვენი ხალხის მხარდაჭერა ინფორმაციულად და ემოციურად. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ შევძელით ოკუპანტებისგან 1 028 სოფლის გათავისუფლება. კიდევ 2 621 დამპყრობლების კონტროლის ქვეშ არის. და იქ ჩვენ ყველასთან უნდა შევინარჩუნოთ საინფორმაციო კავშირი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner