ლეგენდარული ნაომი კემპბელი კოსმეტიკური ბრენდის, Pat McGrath-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. მოდელმა ნათელი ფერის სამოსი „ვერსაჩეს“ კოლექციიდან მოირგო. 52 წლის ტოპ-მოდელი ფოტოებზე ყვითელ პიჯაკსა და შარვალში პოზირებს.
ნაომის მრავალრიცხოვანი ოქროსა და ბრილიანტის სამკაულები, ფირუზისფერი „მედუზას“ ჩანთა და ნათელი მაკიაჟი ამშვენებდა.