უკრაინის პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. ოლენა ზელენსკა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა და მისგან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა პირადად მიიღო.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ „ფეისბუქში“ დაწერა, ენტონი ბლინკენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენული, დამოუკიდებული უკრაინა იარსებებს ბევრად დიდხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია.