ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
დღეს ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაც დაგეგმილია. ჩრდილოეთ მაკედონია, 17 წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ გაერთიანებაში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყება ჯერ საბერძნეთმა, ხოლო შემდეგ კი, ბულგარეთმა დაბლოკა. რაც შეეხება ალბანეთს, მისი ევროინტეგრაციის პროცესი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროინტეგრაციასთან არის მიბმული.