logo_geo
eng_logo
ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო
- +

19 ივლისი. 2022. 11:33

 

 

ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

დღეს ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაც დაგეგმილია. ჩრდილოეთ მაკედონია, 17 წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ გაერთიანებაში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყება ჯერ საბერძნეთმა, ხოლო შემდეგ კი, ბულგარეთმა დაბლოკა. რაც შეეხება ალბანეთს, მისი ევროინტეგრაციის პროცესი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროინტეგრაციასთან არის მიბმული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner