რუსეთში უკრაინელი ჟურნალისტი და ონლაინ გამოცემა „გორდონის“ დამფუძნებელი დმიტრი გორდონი ძებნილად გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის მარტში სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, ომის გაჩაღებისკენ საჯარო მოწოდებების, ეროვნული ნიშნით სიძულვილის ან მტრობის გაღვივების და რუსული არმიის შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით აღძრა.
მოგვიანებით რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ორგანიზაციამ, „როსფინმონიტორინგმა“ გორდონი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.