logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: როგორ შეიძლება ევროპამ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე და ზნეობრივი დამოკიდებულებები შეიცვალოს?!
- +

8 მარტი. 2016. 23:37



„როგორ შეიძლება ევროპამ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, რომ იქ მორალური და ზნეობრივი დამოკიდებულებები შეიცვალოს?! თუ ჩემს შვილებს სკოლაში 7 წლის ასაკში ვინმემ უთხრა, რომ ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტულები უნდა იყვნენ, ამით ისინი ქართველ ბავშვებზე ცუდები გახდნენ?!"- პუბლიცისტი პაატა ქურდაძე გადაცემა 2030-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ქართველ საზოგადოებას სიმშივიდეს მოუტანს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს პირადი არჩევანის უფლება აღარ ექნება.



„კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება არაფერს შეცვლის, მაგრამ თუ ეს ჩანაწერი აღელვებულ საზოგადოებას სიმშვიდის გარანტიას მისცემს, რომ მთელი საქართველო ერთ დღეს ჰომოსექსუალი არ გახდება და მამაკაცები არ დაქორწინდებიან, რატომაც არა?! დეპუტატი რომ ვიყო, მხარს პირველ რიგში დავუჭერდი. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს სიმშვიდე სჭირდება. ჩვენ, ზოგადად, ძალიან ექსტრემისტი ერი ვართ უფლებების დარღვევაშიც და დაცვაშიც. ტოლერანტულები, პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ. ჯერ ერთმანეთის მოსაზრებებს უნდა ვცეთ პატივი და ევროპაზე მერე ვილაპარაკოთ.

როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის სტრასბურგსა და ბრიუსელს მოვიაზრებთ. არადა, ეს საკითხი ევროპაში მაცხოვრებლებს არ გვაინტერესებს და ამ თემებზე ყოველთვის ანგაჟირებული ხალხი საუბრობს."

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner