logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მე და ჩემი კოლეგები მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან
- +

19 ივლისი. 2022. 16:59

 

 

„ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა. ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, თითქოს ის ჩემთან არ მოსულა, თითქოს მანამდე ხელი ჩამომართვა და მომიკითხა, თითქოს, მივედი და ფიზიკურად გავუსწორდი. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და დღის შუქზე გამოვა.

 

ჩემი მხრიდანაც ყველაფერი დაფიქსირებულია პროკურატურაში და გამოძიება ყველაფერზე უნდა დაიწყოს, რასაც პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან მეც და ჩემი კოლეგებიც. ყველა სამართლებრივ ნიუანსებზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ამ ადამიანის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

 

ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ პროპორციულად განხორციელებულიყო – ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება იმ სამართლებრივ ჩარჩოშია, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს მქონდა. მქონდა თმების ვალდებულება იქამდე, სადამდეც თმენის ვალდებულება იმ ზღვარს გადავიდა, რასაც დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხე ჰქვია. ყველაფერი ასახულია კამერებზე და ყველაფერი დანახულია არაერთი პირის მიერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner