logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის მიერ გამოწვეული აჟიოტაჟი და აღტკინება ხელოვნურია და საზოგადოებაში აღქმების შექმნას ემსახურება
- +

19 ივლისი. 2022. 18:51

 

 

„დღეს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის ძირითადი თემა ე.წ. დეოლიგარქიზაცია იყო. ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, სწორედ დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა, აღნიშნული სავალდებულოა როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისთვის და უკრაინისთვის, უკრაინას დეოლიგარქიზაციის კანონი უკვე მიღებული აქვს, მაგრამ საჭიროა მისი იმპლემენტაცია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დასახელებული პირობების შესრულებაში ოპოზიციის როლი კვლავ ნომინალურია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან თავს იკავებენ:

 

„უკრაინული საკანონმდებლო მოდელის მიხედვით ოლიგარქის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. აღნიშნული კრიტერიუმები საქართველოში რომ გადმოვიტანოთ, პირველი ოლიგარქები კეზერაშვილი და ოქრიაშვილი იქნებიან... ვხედავთ, რომ უკრაინული მოდელის შემთხვევაში ივანიშვილი არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ოპოზიციის მიერ გამოწვეული აჟიოტაჟი და აღტკინება ხელოვნურია და საზოგადოებაში აღქმების შექმნას ემსახურება.

 

ევროკავშირის მიერ დასახელებული პირობების შესრულებაში ოპოზიციის როლი კვლავ ნომინალურია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან თავს იკავებენ, აღნიშნული ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ უხეშად არღვევენ ევროკავშირის თხოვნას/მოთხოვნას, რომელიც უპირველეს ყოვლისა პოლარიზაციის შემცირებას ითვალისწინებს, მათთვის მთავარი არა სახელმწიფოს, არამედ პირადი ინტერესებია. სიტყვით ქვეყნის „ერთგულნი“ საქმით ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner