logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

19 ივლისი. 2022. 19:15

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმის ფორმატში გაიმართა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციისა და ამ რეკომენდაციების შესრულებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

 

შალვა პაპუაშვილმა სამუშაო გეგმასა და სამუშაო პროცესში დარგობრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობაზე  გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

„მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ყველა საკითხს, მთავარ მახასიათებლად უნდა ახლდეს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა - ეს ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს რეკომენდაციებისა. ასეთ დროს, განსაკუთრებულია იმ თანამშრომლობის ფორმატებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, ინსტრუმენტების გამართვა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება, სრულფასოვანი იყოს ინკლუზიურობის ხარისხი, რაც კარგი წინაპირობაა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოდ, რაც განიხილებოდა დღევანდელ შეხვედრაზე.

 

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი ამ ეტაპზე არც გამოკვეთილა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ხაზი გამესვა, როგორც შედეგისთვის. მთავარი არის, რომ თავად ინკლუზიური პროცესი, ინკლუზიურობის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, გაზრდილი, პროდუქტიული, შესაბამისად ეს არის, რაც დაფასებას და პოზიტიურად შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner