logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
- +

19 ივლისი. 2022. 19:43

 

 

19 ივლისი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე გახდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება, დიდ ბრიტანეთში ტემპერატურამ 40.2 გრადუსს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

 

სინოპტიკოსების განცხადებით, ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს. სიცხე განსაკუთრებით მძაფრია ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში.

 

„დღეს, ასეთი ისტორიული ტემპერატურის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა განიხილონ ყოველდღიური განრიგის შეცვლა. სიცხის ასეთ დონეს ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავარმა მეტეოროლოგმა, ნილ არმსტრონგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner