„უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში საოკუპაციო ხელისუფლებამ „რეფერენდუმისთვის“ მზადება დაჩქარებული ტემპით დაიწყო“, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპანტები მოსახლეობის აღწერას ატარებენ.
„რაშისტები აჩქარებენ რეფერენდუმის სამზადისს. ბლოკავენ უბნებში შესვლა-გასასვლელს, ატარებენ მოსახლეობის ტოტალურ აღწერას, რასაც თან ახლავს ჩხრეკა. მიმდინარეობს ბავშვების რაოდენობის უძრავი ქონებისა და სხვა ყველაფრის აღწერა“, - განაცხადა ფიოდოროვმა.