logo_geo
eng_logo
მელიტოპოლში რუსებმა „რეფერენდუმისთვის“ აქტიური მზადება დაიწყეს - უკრაინული მხარე
- +

19 ივლისი. 2022. 19:44

 

 

„უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში საოკუპაციო ხელისუფლებამ „რეფერენდუმისთვის“ მზადება დაჩქარებული ტემპით დაიწყო“, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოკუპანტები მოსახლეობის აღწერას ატარებენ.

 

„რაშისტები აჩქარებენ რეფერენდუმის სამზადისს. ბლოკავენ უბნებში შესვლა-გასასვლელს, ატარებენ მოსახლეობის ტოტალურ აღწერას, რასაც თან ახლავს ჩხრეკა. მიმდინარეობს ბავშვების რაოდენობის უძრავი ქონებისა და სხვა ყველაფრის აღწერა“, - განაცხადა ფიოდოროვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner