logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

19 ივლისი. 2022. 20:16

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ქ. ბათუმში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში, გ.დ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner