logo_geo
eng_logo
უნგრეთმა თავისი ტერიტორიიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე პოზიცია შეიცვალა
- +

19 ივლისი. 2022. 20:46

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევენტე მაგიარმა განაცხადა, რომ უნგრელები მზად არიან, თავიანთ ტერიტორიაზე გაატარონ ყველა ის დახმარება, რომელსაც სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ.

 

„ჩვენ გაოცებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ ნამდვილად თანავუგრძნობთ მათ. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ სამჯერ ვებრძოლეთ რუსეთს. ბევრი დასავლელი პარტნიორისგან განსხვავებით, ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

 

თავად უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწოდებს, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, თუმცა მესამე ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა მაგიარმა.

 

ცნობისთვის, უნგრეთი აქამდე უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად თავისი ტერიტორიის გამოყენების წინააღმდეგი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner