ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფი Scorpions ბათუმში ჩაფრინდა და სასტუმრო „ჰილტონში" დაბინავდა. ჯგუფი კონცერტს ხვალ, 20 აგვისტოს ახალგახსნილ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ში გამართავს.
Scorpions საქართველოს მისი მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს Return to Forever-ის ფარგლებში ეწვია.
როკ-კონცერტზე ჯგუფის ყველა ჰიტი შესრულდება.