20-წლამდელთა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში საქართველოს ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 33-ქულიანი სხვაობით, 92:59 მოუგო და ჯგუფში პოზიციები გაიმყარა.
ტურნირში 19 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო B ჯგუფში ავსტრიასთან, შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და კოსოვოსთან ერთად არის. თითო ჯგუფიდან პლეიოფში ბრძოლას 2-2 საუკეთესო ნაკრები გააგრძელებს.
ქართველი კალათბურთელები შემდეგ მატჩს 20 ივლისს, 19:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიელ თანატოლებთან გამართავენ.