logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: გეგმა გრანდიოზულია - რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას
- +

19 ივლისი. 2022. 22:16

 

 

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, შექმნილია გრანდიოზული გეგმა NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის შესახებ, რომელთაგან პირველი, „კიევის აღების შემდეგ“, პოლონეთი იქნება. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია“ იუწყება.

 

კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე - სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი აუდინოვთან, რომელთანაც, კადიროვის თქმით, საბოლოდ შეხვედრა მოახერხა.

 

„გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ NATO-ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა. რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner