logo_geo
eng_logo
რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ოპერირების განახლებას 21 ივლისს გეგმავს
- +

19 ივლისი. 2022. 23:24

 

 

რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ოპერირებისა და ევროპაში გაზის ტრასპორტირების განახლებას 21 ივლისს გეგმავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

ივნისში „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება 40%-მდე შეაჩერა, რადგან კანადიდან კომპანია Siemens Energy მილსადენისთვის საჭირო ტურბინას არ უბრუნებდა.

 

უკრაინა კანადას მოუწოდებდა, რომ მილსადენის შეკეთებული ნაწილი არ დაებრუნებინა, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

 

საბოლოოდ, გერმანიის მოთხოვნით, კანადამ გადაწყვიტა, რომ ტურბინა დაებრუნებინა.

 

შეგახსენებთ, სანქციების გამო, მილსადენის ტურბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოწვეული პრობლემების ფონზე, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა და მიზეზად ტურბინის არქონა დაასახელა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner