რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და იბრაჰიმ რაისი სამმხრივ მოლაპარაკებებზე ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა სირიაში არსებული ვითარება იყო.
„რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით, ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით სირიაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.
მნიშვნელოვანია, რომ სირიელებმა მოლაპარაკების მზადყოფნა გამოავლინეს, რათა შეძლონ კონსენსუსის მიღწევა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია მათი სუვერენული სახელმწიფოს მომავალთან.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას სირიის მიწაზე დარჩენილი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრების საბოლოოდ აღმოფხვრის ინტერესებში. აუცილებელია ბოლო მოეღოს ISIS-ის არსებობას სირიაში და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს“, - განაცხადა პუტინმა.