logo_geo
eng_logo
გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
- +

19 ივლისი. 2022. 23:33

 

 

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

 

შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულთაგან ერთი კლინიკა ,,გორმედში“, მეორე კი სამხედრო ჰოსპიტალშია შეყვანილი.

 

„გორმედის“ ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner