გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულთაგან ერთი კლინიკა ,,გორმედში“, მეორე კი სამხედრო ჰოსპიტალშია შეყვანილი.
„გორმედის“ ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.