logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: დეოკუპაციის ტემპები ჩვენ მიერ შეიარაღების მიღების ტემპებზეა დამოკიდებული
- +

19 ივლისი. 2022. 23:42

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის ტემპები კიევის მიერ შეიარაღების მიღების ტემპებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ ბრძოლის ველზე განცდილი მწარე მარცხის შემდეგ მიუბრუნდება.

 

„რუსეთის დამარცხება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უკრაინამ უკვე აჩვენა ყველას, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის მზად თავისუფალი სამყარო, მხარი დაგვიჭიროს ამაში. თუ დროულად მივიღებთ საკმარისი რაოდენობის შეიარაღებას, ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner