logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკში, სერიალის „კანონი და წესრიგი“ გადასაღებ მოედანზე ადამიანი მოკლეს
- +

20 ივლისი. 2022. 00:53

 

 

ნიუ-იორკში, სერიალის „კანონი და წესრიგი: ორგანიზებული დანაშაული“ გადასაღებ მოედანზე გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოკლეს. ამის შესახებ New York Post წერს.

 

გადაღება ბრუკლინში, დაახლოებით დილის 5:00 საათზე მიმდინარეობდა. 31 წლის კაცი გაჩერებული ავტომობილის საჭესთან იჯდა, როდესაც უცნობმა პირმა მანქანის კარი გააღო და ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების განცხადებით, სროლას წინ არ უძღოდა კამათი ან ჩხუბი.

 

სახისა და ყელის არეში მიყენებული ჭრილობების შემდეგ სერიალის გადამღები ჯგუფის წევრი გარდაიცვალა. თავდამსხმელი გაიქცა, მას პოლიცია ეძებს.

 

სერიალის „კანონი და წესრიგი: ორგანიზებული დანაშაული“ პრემიერა 2021 წლის აპრილში, მეორე სეზონის კი - 2021 წლის სექტემბერში შედგა. მესამე სეზონის გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner