logo_geo
eng_logo
უკრაინელებმა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი გაანადგურეს - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი
- +

20 ივლისი. 2022. 00:53

 

 

„უკრაინელმა სამხედროებმა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი გაანადგურეს“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

 

„ივან ვიხოვსკის სახელობის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მეომრებმა მთლიანად გაანადგურეს ვაგნერის ერთ-ერთი ჯგუფი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

„ვაგნერის“ ჯგუფი ითვლება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციად. ოფიციალურად, ის არ არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ 10 000-მდე მებრძოლმა გააფორმა მინიმუმ ერთი კონტრაქტი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რათა ცხელ წერტილებში, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში საბრძოლველად წასულიყვნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner