„უკრაინელმა სამხედროებმა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი გაანადგურეს“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ივან ვიხოვსკის სახელობის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მეომრებმა მთლიანად გაანადგურეს ვაგნერის ერთ-ერთი ჯგუფი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ვაგნერის“ ჯგუფი ითვლება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციად. ოფიციალურად, ის არ არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ 10 000-მდე მებრძოლმა გააფორმა მინიმუმ ერთი კონტრაქტი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რათა ცხელ წერტილებში, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში საბრძოლველად წასულიყვნენ.