logo_geo
eng_logo
დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა
- +

19 აგვისტო. 2016. 23:54



დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება" დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ჩვენების" სახელით მიიღებს.

ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.



დავტოვექართული ოცნება" და მე ვარ პარტიაჩვენების" წევრი და ამ საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტიაჩვენებით". მე ამაყი ვარ, რომ წამოვედიქართული ოცნებიდან". ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, ასევე, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც 2012 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში. დიახ, მოხდა ფერიცვალება და რეჟიმი ვითომ დამთავრდა 2012 წელს, მაგრამ რაღაც ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაცქართულმა ოცნებამ" ჯერ იმერეთიდან დაიწყო, მერე სხვადასხვა რეგიონებში და თბილისში გააგრძელა იგივე, როდესაც მაჟორიტარების თითქმის ნახევარი შემოვიდნენნაციონალები". ადამიანები, რომლებიცნაციონალური მოძრაობიდან" იყვნენ დეპუტატები 2012-დან 2016 წლამდე, დღესქართულმა ოცნებამ" წარადგინა - რატომ? რა დამსახურებისთვის? მათი წარსული გაირეცხა და გასუფთავდა თუ რა მოხდა?" - განაცხადა ყეინიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner