logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა
- +

20 ივლისი. 2022. 01:41

 

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილურ და აყვავებულ სივრცედ მისი ყველა მცხოვრებლისთვის“, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ჩვენ ასევე განვიხილეთ უფრო ფართო რეგიონული საკითხები და სამეზობლო ურთიერთობები, კერძოდ, სომხეთთან. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც შაბათს, თბილისში გაიმართა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და აქტიურად მუშაობს, რათა დაეხმაროს უთანხმოების დაძლევასა და გადაწყვეტილებების პოვნაში“, – ნათქვამია ბორელის წერილობით განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner