logo_geo
eng_logo
დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრებს ებრძვიან
- +

20 ივლისი. 2022. 09:43

 

 

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს ებრძვიან, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. უკვე რამდენიმე დღეა გაერთიანებულ სამეფოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

 

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 64 სხვადასხვა არეალში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ჟირონდას დეპარტამენტში ხანძარი 19 3000 ჰექტარ ტერიტორიას გაუჩნდა, საჭირო გახდა 34 000 ადამიანის ევაკუაცია.

 

ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა პორტუგალიაშიც, სადაც ძლიერ სიცხეს სულ მცირე 1 000 ადამიანი ემსხვერპლა.

 

BBC-ის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრებს ებრძვიან ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner