შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სასამართლო ექსპერტიზის სფეროს განვითარების პროექტის ფარგლებში, ამერიკელი შემფასებელი ჯონ ვანდერკოლკი და უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში ერიკ საივეკი ესტუმრნენ.
ჯონ ვანდერკოლკმა შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორთან გიორგი თვაურთან.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი შემფასებელი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო და დაათვალიერა დნმ ლაბორატორია, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის და ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიები.
აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.