logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს!
- +

19 აგვისტო. 2016. 23:59



„პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიციის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„ნაციონალურ მოძრაობას, რომლის ლიდერებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში ორგანიზება გაუწიეს პატიმართა მასობრივ წამებას, ჩაიდინეს და დაამკვიდრეს სისტემური დანაშაული, დანაშაულებრივ ქმედებებში ჩაითრიეს ასობით ადამიანი, სასურველი ჩვენებების მისაღებად სიცოცხლე მოუსპეს უდანაშაულო პატიმრებს, პოლიტიკური საქმიანობის უფლება უნდა ჩამოერთვას და 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს.

 

რომელი პოლიტიკური ძალები შემოუერთდებიან, ნეტავ, ამ მოწოდებას? და რომელი მესამე სექტორის წარმომადგენელი უარყოფს ამ ფაქტს?" - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner