logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთში რაჭულ ცეკვას ვნახავდი
- +

20 ივლისი. 2022. 14:33

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფებოდა, სადაც მას უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა უმასპინძლა.

 

უზბეკეთის პრემიერმა მთავრობის სახელით ქართველი კოლეგის პატივსაცემად მიღება გამართა, რომელიც ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული.

 

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთში რაჭულ ცეკვას ვნახავდი. მიღება, რომელიც უზბეკეთის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გაიმართა, ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული. ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო თუნდაც ამ კულტურული პროგრამით გამოხატული ასეთი მაღალი დონის პატივისცემის ჟესტი მასპინძლის მხრიდან“, - წერს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

 

https://www.facebook.com/nino.giorgobiani.1217/videos/804784790686901/ 

right_banner right_banner
არქივი
right_banner