logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი მაია კოპალეიშვილს: სირცხვილი ისაა, ნიკა გვარამია უდანაშაულოდ და პოლიტპატიმრად გამოგყავს. მაშინ არ იყო სირცხვილი, „რუსთავი 2“ საკუთარ ჯიბეზე რომ მოირგო?
- +

20 ივლისი. 2022. 14:51

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

 

ექსპერტის თქმით, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლია რომ იყო, იმიტომ დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ.

 

„სირცხვილია, ხალხოო"... - ამუნათებს მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილი. აი, ის მაია კოპალეიშვილი, ნიკა გვარამიას შვილის ნათლია რომ იყო, იმიტომ დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ. სირცხვილი კი ისაა, ნიკა გვარამია უდანაშაულოდ და პოლიტპატიმრად გამოგყავს. მაშინ არ იყო სირცხვილი, „რუსთავი 2“ საკუთარ ჯიბეზე რომ მოირგო? ან მაშინ არ იყო სირცხვილი, როცა გვარამია ქართველებს ღვინოში ჩაფსმით და ათასგვარი საზიზღრობებით თუ სადისტობებით რომ იმუქრებოდა?!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner