logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე მაია კოპალეიშვილს: სირცხვილი ის კი არ არის, მოსამართლემ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, არამედ თქვენი ნათელ-მირონის მოღვაწეობის პერიოდში სასამართლო მართლმსაჯულება პროკურატურის ნოტარიუსად იყო ქცეული...
- +

20 ივლისი. 2022. 15:42

 

 

„დიახ, გვარამიამ დააშავა „რუსთავი2“-ის საქმეზე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც იმსახურებდა... თქვენთვის გასაგებად კი, უფრო მეტიც, მთელი სისტემა შექმნა მანამდე, სადაც პოლიტიკური „ლიდერშიპის“ სურვილზე იყო მორგებული მართლმსაჯულება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მაია კოპალეიშვილს, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეებს მიმართა „სირცხვილია, ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!"

 

„კარგი ახლა, ქალბატონო მაია... სირცხვილი ის კი არ არის მოსამართლემ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, არამედ თქვენი ნათელ-მირონის მოღვაწეობის პერიოდში სასამართლო გამამართლებელ განაჩენად 1% იყო და მართლმსაჯულება პროკურატურის ნოტარიუსად იყო ქცეული... თუმცა, მაშინ ხმას არ იღებდით, რადგან ცალკე ნათესაობა და ცალკე კარიერულ-ფინანსური მოტივები არ იძლეოდა საშუალებას... დიახ, გვარამიამ დააშავა „რუსთავი2“-ის საქმეზე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც იმსახურებდა... თქვენთვის გასაგებად კი, უფრო მეტიც მთელი სისტემა შექმნა მანამდე, სადაც პოლიტიკური „ლიდერშიპის“ სურვილზე იყო მორგებული მართლმსაჯულება... ასე რომ, ნათესავები, ყოფილი პროკურორ-მოსამართლეები, ელჩები თუ დიპლომატები, სანამ უაზრო განცხადებებს გააკეთებთ, ცოტა დაფიქრდით“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner