„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში პირველად ჩატარდება. 21 ივლისს, 19:00 საათზე, ღონისძიების ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარი პროფესიული მარცხების შესახებ გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3OmuM2a
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OhhILx