სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში, გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანიის - „დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა“-ს კოორდინატორს, ქრისტინე კაპანაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის მიმართულებით ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ კამპანიაში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტის საქართველოში დაფუძნების შესაძლებლობას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც ცენტრის გახსნის საკითხს უკავშირდება. გივი მიქანაძემ და კამპანიის კოორდინატორმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტისგან მიიღოს.