logo_geo
eng_logo
ზელენსკი ბრაზილიის პრეზიდენტს: ომის დროს ვერ იქნები ნეიტრალური
- +

20 ივლისი. 2022. 19:28

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ ტელეარხ Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით.

 

„მე არ ვემხრობი ბრაზილიის პრეზიდენტის პოზიციას ნეიტრალიტეტის შესახებ. არ ვფიქრობ, რომ ომში ნეიტრალური შეიძლება იყო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2014 წლიდან ზოგიერთი ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და შუამავლის როლის შესრულების სურვილმა რუსეთს უკრაინის დაპყრობის მეორე ტალღის წამოწყებისკენ უბიძგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner