logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: მთავარი ის კი არ არის, რამდენ ათწლეულს ითვლის შენი დიპლომატიური კარიერა, მთავარია რა გიკეთებია ამ წლების განმავლობაში
- +

20 ივლისი. 2022. 20:03

 

 

„ორი წერილის ამბავი - თედო ჯაფარიძის ცინიზმით და შეურაცხყოფებით გაჯერებული ტექსტი და სოზარ სუბარის ღირსეული და არგუმენტირებული პასუხი. რა შეიძლება ითქვას? კიდევ ერთი დასტური, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ათწლეულს ითვლის შენი დიპლომატიური კარიერა, მთავარია რა გიკეთებია ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კი, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტებში!“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თედო ჯაფარიძის წერილსა და ამავე წერილზე პოლიტიკოს სოზარ სუბარის პასუხს ეხმაურება.

 

„დათო მაღრაძეს დავესესხები მორიგ ჯერზე - არიან ადამიანები CV-ით და არიან ადამიანები ბიოგრაფიით! სწორედ ეს სხვაობა გახადა თვალსაჩინო აღნიშნულმა წერილებმა, სოზარსა და თედო ჯაფარიძეს შორის!

 

1989 წელს ბატონი თედო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აშშ-კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი გახლდათ, ხოლო მამუკა ხაზარაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის ხელმძღვანელი, დღეს კი სხვა „დიდი ქვეყნის“ ინტერესებს ემსახურებიან შესაშური მონდომებით.

 

ალბათ, ამ უხილავმა კავშირმა განაპირობა, რომ მრავალწლიანი დიპ-კარიერის დასასრულს, თედო ჯაფარიძის ნავმა ანაკლიის ღრმა წყლებში შეცურა. მართალია ანაკლიის პორტს ვერა არგო ბატონი თედოს დიპლომატიურმა გამოცდილებამ, მაგრამ ამ ტექსტით ნამდვილად აქვს ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატობის პერსპექტივა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner