„რუსებს არა მოლაპარაკებები, არამედ სისხლი სურთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეოგრაფია შეიცვალა“.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სასანქციო ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.