logo_geo
eng_logo
უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს: ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა - მე ვითხოვ იარაღს
- +

20 ივლისი. 2022. 21:25

 

 

ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა - მე ვითხოვ იარაღს, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

„სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველა დაღუპულის სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, იმ ადამიანების სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია და ელოდება ოჯახის წევრების ფრონტიდან დაბრუნებას. ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა - მე ვითხოვ იარაღს. ვითხოვ იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება არა სხვის მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ საკუთარი სახლის დასაცავად. მე ვითხოვ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ მოკლან ბავშვები“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner