logo_geo
eng_logo
ანა მალიარი: საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია
- +

20 ივლისი. 2022. 22:16

 

 

საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა Telegram-ში დაწერა.

 

„ძნელია შეეგუო იმ ფაქტს, რომ ომის დროს საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს. ეს ამბავი არ უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას ან ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი", - აცხადებს მალიარი.

 

ის მიიჩნევს, რომ როდესაც ომის დროს ექსპერტები იწყებენ დეტალურ ანალიზს, თუ რა მეთოდებს იყენებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დროს, მტერი იქნება პირველი, ვინც ამას წაიკითხავს - გააანალიზებს და შეასწორებს თავიანთ ქმედებებს.

 

„მტრის გეგმებზეც მხოლოდ ოფიციალურმა წყაროებმაც უნდა ისაუბრონ – გენერალურმა შტაბმა, თავდაცვის სამინისტრომ, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რადგან მტერს ყოველთვის არ სჭირდება იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვიცით მისი გეგმების შესახებ, მტრის ძალების ადგილმდებარეობა“, - წერს მალიარი.

 

მისი თქმით, ომი, სხვა საკითხებთან ერთად, არის მტრის მოტყუების უნარი და ამიტომ, საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ფაქტების შემოწმება ხანდახან, მტრისადმი გზავნილს ჰგავს: „აი, ისინი იქ იმალებოდნენ“.

 

„თუ თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალური წყაროები და მათი თანამდებობის პირები იტყვიან რაიმეს, მაშინ ეს უკვე აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს დაცვის ინტერესებისთვის. არ არსებობს სპონტანური, შემთხვევითი, არაკოორდინირებული განცხადებები. გესმოდეთ, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი და სანახაობრივი - ონლაინ ომი, მაგრამ ის ხელს აძლევს ჩვენ მტერს- გახსოვდეთ ეს”,- დასძინა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner