logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სანდრა რულოვსმა უტიფრად განაცხადა, რომ სამეგრელოს წარსულის გაგრძელებას სთავაზობენ
- +

20 აგვისტო. 2016. 01:04


 

„სანდრა რულოვსმა არათუ ბოდიში არ მოიხადა იმ სისასტიკის გამო, რაც სამეგრელომ გადაიტანა, არამედ უტიფრად განაცხადა, რომ  სამეგრელოს წარსულის გაგრძელებას სთავაზობენ", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


"რა არის იმის მიზანი, როცა ზუგდიდში ყოფილი პირველი ლედი ჩადის, რომელმაც ყველაფერი იცოდა და ყველაფრის თანამონაწილე იყო?! ეს ქალბატონი დღეს სამეგრელოს ესაუბრებოდა, რომ ქვეყანაში სტაგნაციაა. ეს იყო ძალიან თავხედურად გაცხადებული უპატივცემულობა, ცინიზმი, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა ამ გამორჩეული კუთხის მიმართ, რომელმაც ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა", - განაცხადა ბესელიამ.


მისი თქმით, სანდრა რულოვსის სახით, განაცხადს იგივე სააკაშვილი აკეთებს.


"სანდრა რულოვსის სახით, განაცხადს იგივე სააკაშვილი აკეთებს. სანდრა რულოვსის პოლიტიკაში შემოყვანით "ნაციონალური მოძრაობამ" თქვა, რომ თქვენთან სააკაშვილის სახე მოვიდა. ეს რა გზავნილია იმ ქალაქში, სადაც სამალავებიდან გაუპატიურების საშინელი კადრები ამოვიღეთ?! ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამ ძალადობის შემქმნელებს ხელისუფლებაში დააბრუნებენ?! წარმოუდგენელი და გამორიცხულია, რომ სამეგრელოს ამაყმა და თავმოყვარე მოსახლეობამ ეს არჩევანი გააკეთოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner