logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რაც წლების განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოში დახარჯა, მაგაზე მეტი იმავე წლების განმავლობაში დახარჯა ერთმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილმა
- +

20 ივლისი. 2022. 23:43

 

 

„ერთმა კაცმა დახარჯა იმაზე მეტი, რაც დახარჯა მთლიანად ევროკავშირმა. მერე? ამ ერთ კაცს ეუბნებით მადლობას, თქვე იმნაირებო? ჰა, ეუბნებით-მეთქი?! არ ეუბნებით... პირიქით, მზად ხართ, ქვებით გამოეკიდოთ და ჩაქოლოთ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი წერს.

 

„აი, ამან, შუბლი რომ უპრიალებს ემალის ქვაბივით, ცოტა ხნის წინ „ჭუტას“ ეთერში ძაან მაგარი რაღაცა წამააწვინა!

 

ამ წლების განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოში 3 მილიარდი დოლარი დახარჯაო. კარლს ჰარცელი ქვებით რომ გააცილა ხელისუფლებამ, მისი წვლილი განუზომელი იყო, ერთი მადლობა არ უნდა ეთქვათო?

 

ესე იგი... რაც წლების განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოში დახარჯა, მაგაზე მეტი იმავე წლების განმავლობაში დახარჯა ერთმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილმა.

 

გაიგონეთ? ერთმა კაცმა დახარჯა იმაზე მეტი, რაც დახარჯა მთლიანად ევროკავშირმა.

 

მერე? ამ ერთ კაცს ეუბნებით მადლობას, თქვე იმნაირებო?

 

ჰა, ეუბნებით-მეთქი?!

 

არ ეუბნებით... პირიქით, მზად ხართ, ქვებით გამოეკიდოთ და ჩაქოლოთ!

 

კი, ბატონო, მადლობა ევროკავშირს, მაგრამ უფრო დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner